fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომელიც მოხუცებს ძარცვავდა

ზემო ლიოსიაში საბერძნეთის პოლიციამ 4 ადამიანისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომელიც მოხუცების სახლებს ძარცვავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი არიან 18-დან 22 წლამდე ახალგაზრდები. თავდაპირველად კრიმინალები მოხუცების სახლებს უთვალთვალებდნენ, შემდეგ ღამით შედიოდნენ და იპარავდნენ ფულს, ძვირფასეულობას და მსხვერპლის ცემასაც არ ერიდებოდნენ.

ისინი ზემო ლიოსიაში დააპატიმრეს და მათგან ყველაზე ახალგაზრდის, 18 წლის ბიჭის სახლში, პოლიციამ პორტატული გადამცემი იპოვა, რაც მათი მამხილებელი ტკიცებულება აღმოჩნდა. ისინი ამ გზით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.

მათ ასევე ბრალად ედებათ იარაღის უკანონო შენახვა-ტარება.

onalem

ტესტ