fbpx
კრიმინალი

პოლიციამ ციხიდან გაქცეული ალბანელი დააკავა – ის კარადაში იმალებოდა

ცნობილი გახდა, რომ არგირუპოლის ციხიდან გაქცეული სამი ალბანელი პატიმრიდან საბერძნეთის პოლიციამ ერთის დაკავება მოახერხა.

კერძოდ, პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ 24 წლის ალბანეთის მოქალაქე თავისი ნათესავების სახლში იმალებოდა. როცა ის დარწმუნებული იყო, რომ იქ ვერ მიაგნებდნენ, პოლიცია თავზე სწორედ მაშინ დაადგა.

სახლი კიცი კოროპის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ოფიცრებმა სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ალბანელი კარადაში, ტანსაცმელს, ხალიჩებსა და საბნებს შორის დამალული იპოვეს.

ის მათგან თავის დაღწევას ამ გზით ცდილობდა, თუმცა, ისე არ გაუმართლა, როგორც არგირუპოლის ციხიდან გაქცევისას.

პოლიცია ცდილობს დაადგინოს დანარჩენი ორი ალბანელის ადგილსამყოფელიც.

მათ ბრალად ედებათ ძარცვა, გაუპატიურება და მსხვერპლთან განსაკუთრებული სისასტიკით მოქცევა. დაკავებამდე ისინი დაუჯერებელ ფუფუნებაში ცხოვრობდნენ და ამ ყველაფრის დემონსტრირებას არ ერიდებოდნენ.

onalem

ტესტ