fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიცია აფრიკელ ქალს ეძებს, რომელმაც მუზეუმში უძველესი ძეგლები დაამახინჯა

საბერძნეთის პოლიცია ფერადკანიან ქალს ეძებს, რომელმაც მაკედონიაში, ვერგინას მუზეუმში უძველესი ძეგლები დაამახინჯა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი მაისის თვის დასაწყისში მოხდა, ახლა კი, ყველა დაინტერესებულია, თუ რატომ გაიგო ხელისუფლებამ შემთხვევის შესახებ ორი თვის შემდეგ.

ქალი კამერებმა დააფიქსირა. ის ტრადიციულ აფრიკულ სამოსში იყო გამოწყობილი და დაახლოებით 60 წლამდე ასაკისაა.

როგორც ცნობილია, მას ჰქონდა ფერადი სპრეი ზეთის შემადგენლობით, რომლითაც ძალიან ბევრი უძველესი ძეგლი დაამახინჯა.

როდესაც ქალი მუზეუმში მივიდა, ამ დროს იქ ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კულტურული მემკიდრეობა ფიზიკურად დაზიანებული არ იყო და საღებავის მოშორება ადვილად მოხერხდა, კვალი არ დარჩენილა.

პოლიცია ცდილობს ქალი იპოვოს და მისი ქმედებების მოტივი გაარკვიოს. მუზეუმის ხელმძღვანელობა გაოგნებულია, როგორ მოახერხა მან დაცვის თვალთახედვიდან გაქრობა, მას შემდეგ, რაც ძეგლების განადგურება სცადა. ამის გამო დაცვის თანამშრომლებს გაფრთხილება მიეცათ.

არსებობს ვარაუდი და შიში, რომ ქალი კულტურული ძეგლების განადგურებას სხვა მუზეუმებშიც ეცდება.

უპრეცენდენტო შემთხვევა 2017 წლის 10 მაისს მოხდა.

საღებავის ნარჩენები შესამოწმებლად და გამოსაკვლევად ეროვნულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

onalem

ტესტ