fbpx
კრიმინალი

პოლიცია იანის მაკრის სიკვდილის მიზეზს მიკონოსზე არსებულ ბიზნესთან აკავშირებს

პოლიცია ბერძენ-ავსტრალიელი ბიზნესმენის, იანის მაკრის პროფესიულ საქმიანობაში იმ მოტივს ეძებს, რამაც მაფიის წევრები “აიძულა” 46 წლის ბიზნესმენი ვულაში, საკუთარ სახლთან მოეკლათ.

ანალიტიკოსთა განცხადებით, შესაძლოა, მაფიას ხელს არ აძლევდა იანის მაკრის ბიზნეს-საქმეები კუნძულ მიკონოსზე, რამაც, ისინი ბიზნესმენის თავიდან მოშორების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

ამის დადგენის მიზნით, მაკრის ერთ-ერთი ახლო თანამშრომელი ატიკას პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული, რათა გაირკვეს, ხომ არ ყოფილა ბიზნესმენის მიმართ რაიმე სახის მუქარა გარკვეული პირებისგან. ამავდროულად, პოლიცია ამოწმებს მაკრის, მისი ცოლის, მამის და ოჯახის სხვა წევრების დეპოზიტებსა და საბანკო ანგარიშებს, რომ რაიმე ხელჩასაჭიდი იპოვონ.

ბიზნესმენის სხეულიდან ამოღებული ტყვიები კრიმინოლოგიურ ლაბორატორიებშია დაგზავნილი, რათა დადგინდეს “ახალი” იყო ის იარაღი თუ არა, რომლიდანაც მაკრის ესროლეს. ამას გარდა, პოლიციამ ამოიღო ჩანაწერები კამერებიდან, რომლებიც ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლთან არის დამონტაჟებული, ვულაში, ტროის ქუჩაზე.

onalem

ტესტ