ΠΟΕΔΗΝ: ხუთსაათიანი გაფიცვა და აქცია ათენში!

დღეს რთული ვითარება იქნება პაციენტებისთვის ათენის და ზოგადად ატიკის რეგიონის საავადმყოფოებში, თუმცა, გარდა ამისა, პრობლემები ელით მძღოლებსაც, რომლებიც ქალაქის ცენტრში გადაადგილებას გეგმავენ.

სამედიცინო პერსონალი გაფიცულია დილის 08:00 საათიდან 13:00 საათამდე.

საავადმყოფოების თანამშრომელთა ასოციაცია ამ დროისთვის ქალაქის ცენტრში აქციას აწყობს, რაც ცენტრალურ გზებზე გადაადგილების დიდ პრობლემას ქმნის.

კერძოდ, ისინი დილის 08:00 საათიდან აგია სოფიას და აგია კირიაკუს საავადმყოფოებთან შეიკრიბნენ, საიდანაც გაიარეს ვასილისის სოფიას გამზირი, პარლამენტი და საბოლოოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეჩერდებიან.

მათი მთავარი მოთხოვნაა შეიცვალოს არაჯანსაღი სამუშაო გარემო და გაიზარდოს პერსონალის რაოდენობა.

melano

ტესტ