fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პირველი გეი ქორწინება ვოლოსში-ზღაპრული დეკორაციები პაგასიტიკოს ყურეში

ორმა ჰომოსექსუალმა მამაკაცმა, ნეითანმა და სკოტმა ერთმანეთს სამუდამო ერთგულება შეჰფიცა აფისოს სანაპიროზე, ვოლოსიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებულ გარემოში და ლაჟვარდოვანი ზღვის ფონზე. Thenewspaper.gr-ის მიხედვით, ეს პირველი გეი ქორწინებაა ვოლოსში.

ქორწინებას წყვილის ათეულობით ნათესავი და მეგობარი ესწრებოდა. სტუმართა რიგებში ბევრი ტურისტიც იყო. თეთრი, ლურჯი და იასამნისფერი დეკორაციები, ხისგან დამზადებული დეტალები და ულამაზესი ყვავილები ქორწილის სცენას ზღაპრულს ხდიდა. სპეციალური თაღის წინ, საქორწინო ფიცის გაცვლის შემდეგ, სტუმრები სუფრას მიუსხდნენ, რათა წყვილის ბედნიერება ეზეიმათ.

onalem

ტესტ