fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პირველი ბერძნული კუნძული, რომელზეც სიგარეტს არ მოწევენ!

ეს ნამდვილი ინოვაციაა. ასტიპალეა იქნება პირველი ბერძნული კუნძული, სადაც სიგარეტი საერთოდ არ იარსებებს.

აღნიშნული ინიციატივა კუნძულ ასპალეას მუნიციპალიტეტმა, სამხრეთ ეგეოსის რეგიონთან თანამშრომლობით, მიიღო.

განცხადება ამის შესახებ 5 ოქტომბერს გაკეთდა სპეციალურად მოწყობილ ცერემონიაზე, რომელსაც დაესწრნენ როგორც ადგილობირვები, ასევე კუნძულზე სტუმრად ჩასული ადამიანები.

ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

როგორც ითქვა, კუნძულს სიგარეტის აკრძალვა განსაკუთრებულობას, პოზიტიურ ენერგიას შესძენს და გახდება ჯანსაღი ცხოვრების ცენტრი.

ცნობილია, რომ მოწევა აიკრძალება არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, არამედ საზოგადოებრივი თავშეყრის თითქმის ყველა ადგილას, განხორციელდება კამპანიები, რომლებიც მოსახლეობაში ცნობიერების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

 

onalem

ტესტ