fbpx
საბერძნეთი

პირველად საბერძნეთში მარიხუანას გამოფენა მოეწყობა

ათენში მარიხუანას საერთაშორისო გამოფენა პირველად მოეწყობა. თარიღები უკვე ცნობილია: 2018 წლის 12-14 იანვარი. გამოფენა ტაეკვანდოს დახურულ დარბაზში მოეწყობა.

ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში მარიხუანასთან დაკავშირებული ცნობიერების დონის ამაღლება. კერძოდ, იმის გაცნობა, თუ რა გამოყენება აქვს მცენარეს მედიცინასა და მრეწველობაში.

მარიხუანას გამოფენა ევროპასა და სხვა ქვეყნებში სიახლე არ არის. ბოლო პერიოდში, მსგავს ღონისძიებებს ბევრმა ქვეყანამ უმასპინძლა, სადაც უამრავი ადამიანი ჩაერთო.

გამოფენა გულისხმობს არა მხოლოდ მცენარის დემონსტრირებას, არამედ ინფორმაციის მიწოდებას, თუ როგორ აშენებენ მარიხუანას პლანტაციებს.

onalem

ტესტ