რესტორანი “ფიროსმანი”

ფიროსმანის-კოლექტივი

რესტორანი ფიროსმანი 2009 წელს დავაარსეთ, მანამდე გვქონდა კაფე, იგივე დასახელებით. რესტორნის საქმეში გამოუცდელები ვიყავით, თუმცა, გავითვალისწინეთ მომხარებლის სურვილები და მოთხოვნები, დავუმატეთ ჩვენი ფანტაზია და მივიღეთ რესტორანი “ფიროსმანი”, რომელსაც სახელი ჩვენი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის საპატივცემულოდ დავარქვით. post4

ჩვენს რესტორანში ყოველთვის მხიარული და კარგი ატმოსფერია, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მომხმარებელთა შენიშვნებიც, რაც მომსახურების დონეს კიდევ უფრო ამაღლებს. კერძები მხოლოდ ქართული გვაქვს, რაც ორმაგად კარგია, ქართველებიც მიირთმევენ და უცხოელ სტუმრებსაც ეძლევათ ქართული სამზარეულოს დაგემოვნებისა და შეფასების საშუალება.

რესტორანი “ფიროსმანი” დახმარებას უწევს საქართველოს საელჩოს საბერძნეთში და მათ მიერ გამართულ ღონისძიებებზე ვაკეთებთ ფურშეტებს.

აქ ასევე აღნიშნავენ ქორწილებს, დაბადების დღეებსა და ნათლობებს. ამ შემთხვევაში მენიუ შეთანხმებადია ფასიდან და გემოვნებიდან გამომდინარე.

მისამართი: პალეოლოგუს 3,  ვათის მოედანი,  ათენი,  საბერძნეთი
ტელეფონი: 694 3517854| 699 6840083 | 6995444435
სამუშაო დღეები: სამშაბათი (12:00 – 22:00), ოთხშაბათი (12:00 – 22:00), ხუთშაბათი (12:00 – 22:00), პარასკევი (12:00 – 22:00), შაბათი (14:00 – 02:00), კვირა (13:00 – 24:00)