fbpx
საბერძნეთი

პირეოსში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა: აღინიშნება ზარალი

დღეს დაახლოებით 15:15 საათზე სახანძრო სამსახურში შეტყობინება შევიდა შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით. საუბარია პირეოსში, კარაისკუს ქუჩაზე N25-ში მდებარე ორსართულიან შენობაზე.

ადგილზე პირეოსის სახანძრო დეპარტამენტის 6 მეხანძრე ორი მანქანით გაემართა, ტერიტორიაზე შემოწმებისთვის მიიყვანეს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლიც. მეხანძრეებმა შეამოწმეს იყვნენ თუ არა შიგნით მოყოლილი ადამიანები, თუმცა იქ ძველი ნივთების გარდა არაფერი აღმოჩნდა. მათი ინფორმაციით, შენობას ღამის გასათევად მხოლოდ უსახლკარო ადამიანები იყენებდნენ.

ინციდენტის შესახებ პირეოსის მუნიციპალიტეტს შეატყობინეს, რის შედეგადაც ჩამონგრეული შენობის ტერიტორია დაილუქა.

დაზიანებულია მანქანები, როგორც ეს ფოტოსურათებზე ჩანს.

onalem

ტესტ