fbpx
საზოგადოება

პირეა: მგზავრთა დიდი რაოდენობის გამო, მათ გემზე ასასვლელად საათობით ლოდინი მოუწიათ

გემ Blue Star 1-ზე ასასვლელად მგზავრები დღეს 3 საათი და 50 წუთი იცდიდნენ, ეს ყველაფერი კი შუაგულ მზეზე. გემი, რომელიც დილის 10:00 საათზე უნდა გასულიყო და შეესრულებინა რეისი პაროსი-ნაქსოსი-პატმოსი-ლეროსი-კო, საბოლოოდ დაახლოებით 14:00 საათზე გავიდა.

მგზავრები, რომელთა ნაწილიც გემთან მანქანებით იცდიდა ბრაზს ვერ მალავდა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიამ არანაირი ახსნა-განმარტება არ მისცა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ შეფერხება მგზავრთა დიდმა რაოდენობამ გამოიწვია, რადგან აღნიშნულ გემზე, რომელშიც ისინი უნდა ასულიყვნენ, პორტში შემოსვლისას მინიმუმ 700 მგზავრი იმყოფებოდა.

onalem

ტესტ