fbpx
კრიმინალი

პიცის ქურდები სატელეფონო ზარმა გასცა

სამშაბათს 28 წლის პიცის დამტარებელმა ბიჭმა სატელეფონო ზარი მიიღო და მითითებულ მისამართზე პიცის მისატანად გაემართა. ინციდენტი ნეა სმირნიში, ლარისაში მოხდა.

როდესაც დანიშნულების ადგილას მივიდა, მას ორი პირი დახვდა და როდესაც გადახდა მოითხოვა, მას ცემა დაუწყეს.

საბედნიეროდ, ბიჭმა უვნებლად გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ მაშინვე პოლიციას შეატყობინა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სატელეფონო ზარი შეამოწმა. ორივე დამნაშავე იპოვეს და მაშინვე დააკავეს. მიმდინარეობს დეტალების გამოძიება.

მათ ბრალად ახალგაზრდა მამაკაცზე თავდასხმა და ქურდობის მცდელობა ედებათ.

onalem

ტესტ