fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პეტრუპოლი: ჩვილის სასტიკი მკვლელობის დეტალები

დღეს დილით პეტრუპოლის ტერიტორიაზე, პინდუს ქუჩაზე, სანაგვეში ნაპოვნმა ჩვილმა მთელი საბერძნეთი შეძრა. პოლიცია საქმის დეტალებს ავრცელებს, რაც მათთვის ამ დროისთვის არის ცნობილი.

კერძოდ, ბავშვი სულ რამდენიმე დღისაა. ის ზეწრებში, შემდეგ კი ტომარაში იყო გახვეული და ჭიპლარიც კი არ ჰქონდა მოჭრილი. ამავე ინფორმაციით, ბავშვს პირში ხელსახოცები ჰქონდა ჩაჩრილი, რათა ჩუმად ყოფილიყო. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ბავშვი უკვე გარდაცვლილი ჩააგდეს ნაგავში თუ შემდეგ გარდაიცვალა.

პოლიცია ასევე მუშაობს ვარაუდზე, რომლის მიხედვითაც ჩვილი შესაძლოა უკვე გარდაცვლილი დაიბადა და ამის შემდეგ მისი თავიდან მოშორება ამ გზით გადაწყვიტეს.

ბავშვის გვამის ექსპერტიზა ხვალ, სამშაბათს, ჩატარდება.

როგორც ჩანს, ხელისუფლებას ხელთ აქვს გარკვეული ბიოლოგიური მასალა, რომელიც შესაძლოა მისი მშობლების იდენტიფიცირებაში დაეხმაროთ.

ასევე დაკითხვაზე გამოცხადდებიან აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რათა მეტი ხელჩასჭიდი მოიძებნოს და პასუხი გაეცეს კითხვას, ვინ გაიმეტა ახალდაბადებული ბავშვი სასიკვდილოდ.

onalem

ტესტ