fbpx
კრიმინალი

პეტრუპოლი: 19 წლის გოგო, რომელმაც შვილი მოკლა, თავისუფალია

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 19 წლის გოგო, რომელმაც შვილი გაჩენისთანავე მოკლა, სახლში გაუშვეს, თუმცა, თან ახლავს პოლიციელი, რომელიც მას ზედამხედველად მიუჩინეს.

პეტრუპოლში მომხდარ საშინელ ამბავს დასასრული არ უჩანს. ჯერჯერობით გარდაცვლილი ჩვილის დედის ბედი გადაწყვეტილი არ არის.

პოლიციამ დააკავა თავად 19 წლის გოგონას დედა, რომელმაც ბავშვი სანაგვეზე გადააგდო.

როგორც ცნობილი გახდა, პროკურორმა და გამომძიებელმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება და ახალგაზრდა გოგოს პატიმრობა არ შეუფარდეს. მას სახლში, პოლიციელის თანხლებით წასვლის უფლება მისცეს, რადგან მისთვის ამ ეტაპზე ეს საუკეთესო გარემოა, რომელშიც კი შეიძლება იყოს, გამომდინარე მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან.

საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით სასამართლოს კომპეტენტური საბჭო მიიღებს.

onalem

ტესტ