პეტრა: არასწორი ელექტრო გაყვანილობის გამო საფრთხე 8 წლის გოგონას სიცოცხლეს შეექმა

პატრას საავადმყოფოში რვა წლის გოგონა მას შემდეგ მოათავსეს, რაც კუსტარულად დამონტაჟებულ ელექტროენერგიის გამო დენის დარტყმა მიიღო.
როგორც პოლიცია იტყობინება, გოგონას ოჯახს, ელექტროენერგია ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე  ბოძიდან მალულად ჰყავდა გაყვანილი. გოგონა შემთხვევით ბოძს შეეხო, რამაც დენის დარტყმა და გოგონას შოკურ მდგომარეობაში ჩავარდნა გამოიწვია.
ექიმების განცხადებით გოგონას სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ელექტროენერგიის ქურდს, მის წინააღმეგ საქმე ქურდობის ბრალდებით აღიძრება.