პერისტერი: უცხოელი მამაკაცი ტანსაცმლის ათასობით ბრენდს აყალბებდა – Georgians.gr

პერისტერი: უცხოელი მამაკაცი ტანსაცმლის ათასობით ბრენდს აყალბებდა

პერისტერიში მდებარე ერთ-ერთი სახლის საწყობში დიდი რაოდენობით ყალბი მარკის ტანსაცმელი აღმოაჩინეს.

თაღლითობის და სავაჭრო წესების დარღვევის მუხლით დაკავებულია 40 წლის ჩინეთის მოქალაქე. საწყობში აღმოჩენილი სხვადასხვა სახის ტანსაცმლის რაოდენობა 22, 500-ს უდრის.

მამაკაცი მაისურებს, შარვლებს და ა.შ. სხვადასხვა ძვირადღირებული ბრენდების მარკებს აკრავდა და საქონელს ამ გზით ყიდდა. გარდა ამისა, ისინი კონტრაბანდის სახით შემოჰქონდა საბერძნეთში.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული საოლქო პროკურატურაში გადაიყვანეს.

melano

ტესტ