fbpx
საბერძნეთი

პერისტერი: პაციენტი საავადმყოფოდან გაიქცა და დაფნში მეუღლე დანით მოკლა

დღეს დილით, ათენის პერისტერში, კერძოდ პარმითიას 8 ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.

როგორც საბერძნეთის პოლიცია იტყობინება, პაციენტი დაფნის საავადმყოფოში იმყოფებოდა. უცნობია თუ როგორ გაიპარა საავადმყოფოდან, თუმცა, როდესაც უკან საავადმყოფოში დაბრუნდა თქვა რომ მისი მეუღლე მოკლა.
საავადმყოფოს თანამშრომლებმა ეგრევე გამოიძახეს პოლიციის თანამშრომლები რომლებმაც რამოდენიმე წუთის შემდეგ, დანით მოკლული ქალი მის სახლში იპოვეს.

ტერიტორია სადაც მკვლელობა მოხდა სავსეა პოლიციელებით.