fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პერისტერი: მკვლელობა 30, 000 ევროს სანაცვლოდ

ერთ-ერთი წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მარიხუანით ვაჭრობაში იყო ჩართული. კრიმინალებმა ასევე მოკლეს მისი ცოლი და დაჭრეს მათი 28 წლის ვაჟი.

პოლიციამ 3 თებერვალს მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი, ბერძენი და ალბანელი მამაკაცი დააკავა. მათ ალბანელი წყვილი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს.

ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, დამნაშავეებს ”კონტრაქტი” ჰქონდათ, რომელიც გულისხმობდა თითოეული მკვლელობისთვის 30, 000 ევროს.

დაკავებულია კიდევ ორი ალბანელი, რომელიც საქმეში მონაწილეობდა, ხოლო ერთი 53 წლის მამაკაცი ჯერ კიდევ ძებნაშია.

პოლიცია ცდილობს გაარკვიოს აქვს თუ არა კიდევ სხვა მსგავსი ”შეკვეთები” 5 წევრიან კრიმინალურ დაჯგუფებას.

მკვლელობის ქრონიკა 

3 თებერვალს ღამით სამი უცნობი 53 წლის მამაკაცის ბინაში შეიჭრა და მასა და მის 50 წლის ცოლს ფულს სთხოვდნენ. მათ თავიანთ 19 წლის ქალიშვილს დაუძახეს, რომელსაც დამნაშავეებმა არაფერი ავნეს, თუმცა, დაჭრეს მათი 28 წლის ვაჟი, რომელსაც მოტორული (მოძრაობასთან დაკავშირებული) პრობლემები ჰქონდა.

მათ ცოლ-ქმარს თავში ესროლეს და ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. მამაკაცი მშენებლობაზე მუშაობდა და ხელფასს ძირითადად აქედან იღებდა. მისი ცოლი თავისი ვაჟის მოვლით იყო დაკავებული, ვინაიდან მას განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებოდა, ხოლო მათი 19 წლის გოგონა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა.

მეზობლების განცხადებით, ისინი ძალიან მშვიდი ხალხი იყვნენ და მათთვის დაუჯერებელია, რომ გარდაცვლილი მამაკაცი ნარკოტიკებით ვაჭრობაში იყო ჩართული.

onalem

ტესტ