პერისტერი: ერთ-ერთ ბინაში მიტოვებული 4 თვის ტყუპები იპოვეს

”ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა მათი ტირილი გვესმოდა,” ამბობს ადამიანი, რომელმაც შემთხვევის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

გუშინ შუადღეს პერისტერში უმუშევარმა მშობლებმა 4 თვის ტყუპები სახლში მარტო მიატოვეს, რათა საავადმყოფოში წასულიყვნენ. მათი დედა კიდევ ერთ ბავშვს ელოდება.

”პირველად არ მესმოდა მათი ტირილი, თუმცა, გუშინ სიტუაციამ პიკს მიაღწია. ისინი გამუდმებით, საათობით ტიროდნენ და ამის ატანა აღარ შემეძლო,” ამბობს მამაკაცი.

პოლიციამ ბინის გატეხვის ორდერი გასცა. როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა და ოფიცრები ბინაში შევიდნენ, ნახეს რომ ოთხი თვის ტყუპები სრულიად მარტოები იყვნენ. ისინი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს და აღმოჩნდა, რომ მათ ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.

როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, ტყუპების დედა 15 წლის გოგონაა, ხოლო მამა 20 წლის. ისინი მესამე შვილს ელოდებიან და სწორედ ამიტომ საავადმყოფოში წავიდნენ და 4 თვის ტყუპები სახლში მარტო დატოვეს. მათგან არცერთი არ მუშაობს.

პოლიციამ მშობლები არასრულწლოვნის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ბრალდებით დააკავა.