fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაზოგადოება

პელოპონისოსა და თესალიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხდდა

სამოქალაქო თავდაცვის გენერალურმა მდივანმა, იოანის ტაფილისმა, პელოპონისოზე და თესალიას რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

უფრო კონკრეტულად, საგანგებო მდგომარეობა რამდენიმე მუნიციპალიტეტს შეეხო. ესენია: სიკიონის, ველესის და ხილოკასტრო-ევროსტინის მუნიციპალიტეტები. აგრეთვე, სიაში შედის მთელი პელოპონისოს რეგიონიც. ასეთი გადაწყვეტილება მთავრობამ იმისთვის მიიღო, რომ შედგეს შეხვედრა, სადაც განიხილება საგანგებო საჭიროებები და ასევე, შეფასდება უამინდობის შედეგად მიყენებული ზარალი. საუბარია ქარიშხალსა და ციკლონზე, რომელიც 29 სექტემბერს დაატყდა თავს ზემოთ ხსენებულ ტერიტორიებს და გამოიწვია წყალდიდობები, მეწყრები და სხვა სტიქიური კატასტროფები.

აგრეთვე, იმავე მიზეზების და 30 სექტემბრის ამინდის მოვლენების გამო, სკიათოსის მუნიციპალიტეტშიც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

onalem

ტესტ