fbpx
კრიმინალი

ლეფტერი პადაზი თაღლითობის მსხვერპლი გახდა – ზარალი 60, 000 ევროს უდრის

ლეფტერი პადაზი, საკუთარი სახლის ძარცვის შემდეგ, მორიგი, კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დადგა. მას თაღლითური გზით 60, 000 ევრო გამოსძალეს.

კერძოდ, საუბარია მამაკაცზე, რომელიც მას ბიზნესმენად გაეცნო და დაარწმუნა, რომ საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხა გადაერიცხა. ასევე უთხრა, რომ 60, 000 ევროს, რომელსაც პადაზი გაიღებდა, შეინახებოდა “სეიფში” სხვა თანხებთან ერთად, რომელთაც სხვა ცნობილი პირები რიცხავდნენ.

თაღლითი პადაზის დაჰპირდა, რომ თანხის ნაწილი ათენის ცენტრში ერთ-ერთ საბროკერო ფირმაში ჩაიდებოდა.

ყალბმა ბიზნესმენმა პადაზის მიუტანა სეიფი, რომელსაც გახსნიდა იმ შემთხვევაში, თუკი მისი ინვესტიციები არ გაამართლებდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, როცა “ბიზნესმენი” გაუჩინარდა, მომღერალმა სეიფი გახსნა და იქ თანხის ნაცვლად, გაზეთები იპოვა.

ის გვიან მიხვდა, რომ პროფესიონალური თაღლითობის მსხვერპლი გახდა და მაშინვე პოლიციას დაუკავშირდა.

დაკავებულია თაღლითი მამაკაცი და მისი თანამზრახველი ქალი.

იხილეთ რეპორტაჟი:

onalem

ტესტ