fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

პავლოპულოს მესიჯი თურქეთს: ”საბერძნეთი მზადაა დაიცვას საკუთარი საზღვრები, საჭიროების შემთხვევაში”

საბერძნეთი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს შეთანხმებას კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ კუნძულის სუვერენიტეტის შეზღუდვის არანაირი საკითხი არ იქნება განხილული. ეს განცხადება საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პროკოფის პავლოპულომ გუშინ, კუნძულ კასოსზე გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა. პავლოპულო საპატიო სტუმრის სახელით იყო მიწვეული და მისი განაცხადი თურქეთისთვის ერთგვარი მესიჯი იყო. მან კიდევ ერთხელ გაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთი არასოდეს იყოყმანებს, საკუთარი საზღვრების დასაცავად, რომლებიც ასევე ევროკავშირის საზღვრებიცაა.

კვიპროსის რესპუბლიკა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია და მისი სუვერენიტეტის შეზღუდვა ვერანაირად ვერ მოხდება. ასეთი შემთხვევა ეწინააღმდეგება საერთაშორისო და ევროპული სამართლის ყველა კონცეფციას. პავლოპულო აღნიშნავს, რომ არსებობს საფრთხეების გაჩენის დიდი შესაძლებლობა ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოსთვის.

საბერძნეთისა და თურქეთის ურთიერთობაზე საუბრისას მან თქვა, რომ საბერძნეთი არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს, რაც ევროკავშირის კანონმდებლობას და პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

”აუცილებელია მეზობელ სახელმწიფოებთან მეგობრული ურთიერთობა. თუმცა, თურქეთმა პატივი უნდა სცეს ევროპულ სამართალს. ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, მათ გულწრფელი მეგობრობა გამოვუცხადოთ და მაქსიმალურად დავეხმაროთ ევროპასთან დაახლოებაში,” განაცხადა პავლოპულომ.

onalem

ტესტ