fbpx
ემიგრაციული სიახლეები

პატრიარქი ემიგრანტებს: “თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში”

ასე მიმართა ემიგრანტებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ემიგრანტებს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე ” ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის”.

“რამდენიმე წლის წინ მოგიწოდებდით, რომ დაბრუნდით სამშობლოში. ახლა მოგიწოდებთ, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით.

ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბრძანდებით სამშობლოში. წინათ, რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნდით სამშობლოში. ახლა მე მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა, უპირველესყოვლისა საქართველოსთვის.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ, ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა, ქართული კულტურა. ეკლესიები და მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში გახდა ცენტრები ჩვენი სულიერი ქართული კულტურისა. შეიქმნა წრეები ქართული ცეკვის, სიმღერის, ქართული ენისა და ლიტერატური. ამაშის აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ.

მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ უნდა იყოთ მოქალაქე საქართველოსი. შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს უპირელეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის აქ, საქართველოში და ეს არ უნდა დავივიწყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ სამშობლოსთვის. ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნდეს. ჩვენთან არს ღმერთი”, – ბრძანა პატრიარქმა.

onalem

ტესტ