fbpx
საზოგადოება

პატრასის ცენტრში უცხოელი მამაკაცი, საბუთების მიღების მიზნით, თვითდაზიანებით იმუქრებოდა

პოლიციასა და სახანძრო სამსახურში ზარი დაახლოებით 15:00 საათზე შევიდა, როდესაც მათ შეატყობინეს, რომ პატრასის ცენტრში უცხო ქვეყნის მოქალაქე თვითდაზიანებებით იმუქრებოდა.

tempo24news.gr-ის ინფორმაციით, პოლიცია და სახანძრო მასთან მოლაპარაკებას ცდილობდა და უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე მანქანების შესვლა აიკრძალა, ხოლო ქვეითებმა იქაურობა დატოვეს.

როგორც ცნობილია, მამაკაცს ხელში ბასრი საგანი ეჭირა, რომლითაც შეეძლო საკუთარი თავისთვის სიცოცხლე მოესწრაფებინა.

ამ ტერიტორიაზე, სადაც უცხოელი პროტესტს გამოთქვამდა, არის  ΜΚΟ Praxis-ის ოფისები, სადაც მუშაობს ადვოკატი, თარჯიმანი და ფსიქოლოგი.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მამაკაცი ითხოვდა მიეღო საბუთები, რომლითაც საბერძნეთში დროებით დარჩენის საშუალება ექნებოდა.

onalem

ტესტ