fbpx
კრიმინალი

პატრასი: მამაკაცი ძმის ტყვიას სასწაულებრივად გადაურჩა

დღეს დილით პატრასში, ტრიადის ქუჩაზე მდებარე პარკინგის ტერიტორიაზე, ორ მამაკაცს შორის, სავარაუდოდ, უთანხმოებას ჰქონდა ადგილი. როგორც აღმოჩნდა, ისინი ძმები არიან.

ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი მოიმარჯვა და ძმას ესროლა. თუმცა, მამაკაცი ტყვიას სასწაულებრივად გადაურჩა, მან სწორედ ბოლო წამს მოახერხა და დამიზნებულ იარაღს გაექცა. ინციდენტმა ხმაური გამოიწვია და პოლიციის მანქანები ადგილზე სწრაფად გაჩნდა. დამნაშავეც და დაზარალებულიც პატრასის უშიშროების ქვედანაყოფში გადაიყვანეს, საიდანაც, სავარაუდოდ, მესამე განყოფილებაში გაგზავნიან.

ამ დრომდე უცნობია კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ ესროლა ძმამ ძმას. როგორც tempo24.gr იტყობინება, ისინი პენსიაზე გასული მამის შვილები არიან.

onalem

ტესტ