fbpx
საზოგადოება

პატრა: ხანძრის დროს მამაკაცი ბინაში იყო ჩაკეტილი (ფოტოები/ვიდეო)

მამაკაცი 3 დღის განმავლობაში საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი, როდესაც სახლში შაბათს საღამოს ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის გაჩენისთანავე, მამაკაცმა მოახერხა აივანზე გასვლა და იქიდან დაიწყო ყვირილი დახმარების სათხოვნელად.

სახანძრო ბრიგადა, რომელიც დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე, იძულებული გახდა ბინის კარი გაეტეხა, რათა შიგნით შესულიყო და მამაკაცი გადაერჩინა.

ამ დროისათვის, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

tempo24.gr-ის მიხედვით, დაზარალებულმა მამაკაცმა დაასახელა პირი, ვინც იგი სახლში ჩაკეტა. ამის გარდა, მეხანძრეებმა ბინაში ქალის ჩანთა იპოვეს.

45 წლის დაზარალებული მამაკაცი ელექტრო-ინჟინერია, თუმცა, მან ბოლო პერიოდში ნარკოტიკების მიღება დაიწყო და სამსახურსაც თავი დაანება.

როგორც მეზობლებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, მუნიციპალიტეტი ზრუნავდა მამაკაცზე და რამდენჯერმე დაეხმარა კიდეც მას.

onalem

ტესტ