პატრა: უნივერსიტეტში 106-მა სტუდენტმა ზუსტად ერთი და იგივე დავალება წარადგინა

პატრასის უნივერსიტეტის 106-მა სტუდენტმა, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტიდან, წლის დასასრულს ზუსტად ერთი და იგივე ნაშრომი წარადგინა.

მას შემდეგ, რაც მსგავსება აღმოაჩინეს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სტუდენტები დაესაჯა და ისინი, ფაქტობრივად, ერთ სემესტრს დაკარგავენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტუდენტებმა აღნიშნული ნაშრომები იყიდეს. ისმის კითხვა, თუ რამდენად ხშირია პლაგიატიზმისა და ნაშრომების ყიდვა-გაყიდვის შემთხვევები ბერძნულ უნივერსიტეტებში? ვინაიდან, 106 პატარა რიცხვი  ნამდვილად არ არის.

სტუდენტების უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ და გააპროტესტეს. ისინი აღნიშნავენ, რომ თუ სწავლას სექტემბრიდან არ დაიწყებენ, ეს მათ აკადემიურ მოსწრებაზე ნეგატიურად იმოქმედებს.

თუმცა, უნივერსიტეტი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ 106 სტუდენტი გამოტოვებს მხოლოდ 1 სემესტრს და არა მთლიანად წელიწადს.