fbpx
კრიმინალი

პატრა: თაღლითებმა ქალს ჩანთა წაართვეს, რომელშიც 1,200 ევრო იდო

36 წლის ქალბატონი სასოწარკვეთილებამ მოიცვა, როდესაც ორმა უცნობმა მამაკაცმა მას, ძალადობრივი გზით, ჩანთა წაართვა.

როგორც ჩანს, მძარცველები ქალს იმ მომენტიდან უთვალთვალებდნენ, როდესაც იგი, ოთხშაბათს დილით, სახლიდან გამოვიდა. ისინი შესაფერის დროს ეძებდნენ ქალზე თავდასასხმელად. იპოვეს თუ არა მომენტი, მძარცველები მისცვივდნენ მსხვერპლს, დაარტყეს და წააქციეს ქალი, შემდეგ კი ჩანთა გამოგლიჯეს ხელიდან, რომელშიც, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, 1,200 ევრო იდო.

ძირს დავარდნილმა ქალბატონმა ძახილი დაიწყო საშველად, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, იმ დროს გამვლელები არ იყვნენ, რომ დაზარალებულს დახმარებოდნენ. შემდეგ, მან სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ უამბო. პოლიცია, ამ დროისთვის, ძარცვაში ეჭვმიტანილ ორ უცნობ მამაკაცს ეძებს. ისინი, კამერებიდან ამოღებული ჩანაწერების მეშვეობით არკვევენ მიმართულებას, საითაც დამნაშავეები ქალის გაძარცვის შემდეგ წავიდნენ.

onalem

ტესტ