fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პატრა: საბუთის გაცემის სანაცვლოდ სპორტსმენისგან 1,800 ევრო მოითხოვეს

პატრასში სპორტული კლუბის დირექტორთა საბჭოს ორი წევრი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ისინი სპორტსმენისგან 1,800 ევროს ითხოვდნენ, რათა მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი გაეცათ.

აღნიშნულმა სპორტსმენმა მოითხოვა ცნობა, რომელის მის კლუბის წევრობას დაადასტურებდა. გამოძალვის ბრალდებით გუშინ გვიან ღამით ორი მამაკაცი დააკავეს. ასევე იძებნება დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც იგივე ბრალდებას წაუყენებენ.

სპორტსმენმა ორ მამაკაცს ღამით 1,800 ევრო გადასცა. რის ფონზეც პოლიციამ ისინი მაშინვე აიყვანა.

მათ ასევე ბრალი ედებათ სპორტსმენის მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებში.

onalem

ტესტ