fbpx
კრიმინალი

პატრა: ქალმა მძარცველების სახლში შეჭრისას თავი მოიმძინარა

გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვა პატრასში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოხდა, რომლის მეპატრონე ქალიც იმ დროს სახლში იმყოფებოდა. ხშირ შემთხვევაში, ძარცვისას საფრთხეშია არა მხოლოდ ქონება, არამედ ბინაში მყოფი ადამიანიც. გამომდინარე აქედან მოსახლეობა პოლიციის ინსტრუქციას უნდა მიჰყვეს.

აღნიშნულ ინსტრუქციას მიჰყვა ქალიც, რომელიც გაძარცვეს. ეს ყველაფერი მის თვალწინ მოხდა, რადგან ქურდების სახლში შესვლისას ის საწოლში იწვა და შუადღეს დაძინებას აპირებდა, რა დროსაც ხმა გაიგო და ორი უცნობი დაინახა. მან თავი მოიმძინარა, რადგან, ფაქტობრივად, ამ დროს ეს საუკეთესო გამოსავალი იყო.

დამნაშავეებმა, ისე, რომ ეგონათ, შეუმჩნევლები იყვნენ, თავიანთი” საქმე” გააკეთეს და გაუჩინარდნენ. საბოლოო ჯამში ქალმა პოლიციას ქურდების დეტალური ფიზიკური აღწერილობა გადასცა, რის საფუძველზეც ძებნა დაიწყო.

პოლიციამ მსგავსი რჩევა ცოტა ხნის წინ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, ნუ ჩაერევიან დანაშაულში და მოაჩვენონ თავი ისე, ვითომ ღრმა ძილში არიან.

onalem

ტესტ