პატრა: სატვირთოში დამალული მიგრანტი და თავდასხმა პოლიციაზე

დღეს პატრასის პორტში პოლიციას თავს იმიგრანტები დაესხნენ. ერთ-ერთი მათგანი სატვირთოში იმალებოდა, რომელიც მარწყვით იყო დატვირთული.

როდესაც პოლიციამ შენიშნა, მან დამალვა სცადა, რა დროსაც დაშავდა, სისხლდენა დაეწყო და გაქცევა ვეღარ შეძლო.

იმიგრანტის თანამემამულეები მომხდარს შეესწრნენ და მისი დახმარების მიზნით, პოლიციას ქვების სროლა დაუწყეს.

აღინიშნება მატერიალური ზარალი, ჩამსხვრეულია ფანჯრები.

როგორც ცნობილია, იმიგრანტს ფეხი აქვს დაზიანებული და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პორტის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ იქ მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.

melano

ტესტ