fbpx
კრიმინალი

პატრა: პატიმარს ნარკოტიკებით სავსე 120 “კვერცხი” ჰქონდა გადაყლაპული

ინფორმაცია პატიმრის შესახებ პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელდა. 37 წლის მამაკაცმა, რომელიც ერთი ციხიდან მეორეში გადაჰყავდათ, განაცხადა, რომ “ფეხმძიმედ” იყო და სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ.

დიდი დრო არ დასჭირვებია იმის გარკვევას, თუ რას გულისხმობდა ის ფეხმძიმობაში. საბოლოო ჯამში საავადმყოფოში მან 120 კვერცხი “დაბადა, თითოეული მათგანი ყველა სახეობის ნარკოტიკით იყო სავსე.

ფაქტია, რომ პატიმარს ნარკოტიკები პატრასის ციხეში სხვა პატიმრებისთვის გადაჰქონდა.

პატარა შეკვრები, რომელიც მას სხეულიდან გამოუღეს, აწონეს და აღმოჩნდა, რომ იქ სულ 227 გრამი მარიხუანა, 26,5 გრამი ჰეროინი და 6,7 გრამი კოკაინი ინახებოდა.

პატიმარი უკან, ძველ ციხეში დააბრუნეს მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა.

საქმე ნარკოტრეფიკინგის მუხლით აღიძრა.

 

onalem

ტესტ