საბერძნეთი: ოთხმა გოგონამ თანაკლასელი სასტიკად სცემა, მისი მდგომარეობა მძიმეა

ინციდენტმა, რომელიც პატრასში მოხდა, საზოგადოება შეძრა. 20 წლის გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად მძიმეა. ის უგონო მდგომარეობაში მასწავლებლებმა იპოვეს და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კერძოდ, 20 წლის გოგონას ოთხი თანაკლასელი, ასევე გოგონები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. ეს ყველაფერი დღეს, შუადღის 13:00 საათზე მოხდა.

მისი პოვნის შემდეგ, მასწავლებლებმა ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ მყოფებმა დამნაშავეთა ძებნა სცადეს, თუმცა, ცხადია, მათ შემთხვევის ადგილი სწრაფად დატოვეს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, უშუალო თავდასხმამდე გოგონას 10 დღის მანძილზე სიტვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ.

melano

ტესტ