fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პატრა: ორმა უცხოელმა საკვების შესაძენად მამაკაცი გაძარცვა

“სხვა თუ არაფერი, მათ ნაქურდალი ბარათებით შიმშილი მოიკლეს,” წერს ბერძნული მედია.

საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პატრაში ორმა უცხოელმა, 23 წლის ალჟირელმა და 34 წლის ლიბანელმა მამაკაცმა მანქანა გატეხეს, რომელიც 33 წლის მამაკაცის კუთვნილებაა.

მათ მანქანაში სხვა ვერაფერი ნახეს, გარდა ტყავის პიჯაკისა, რომელშიც ორი საკრედიტო ბარათი იდო.

ისინი მაღაზიაში წავიდნენ და საჭმელი შეიძინეს, რადგან მსგავსი სახის შენაძენს PIN კოდი არ სჭირდებოდა.

მოგვინებით, 33 წლის მამაკაცმა დანაკარგის შესახებ  პოლიციაში განაცხადა, რის შედეგადაც ორივე მათგანი აიყვანეს და ბარათები პატრონს დაუბრუნდა.

ამასთანავე აღმოჩნდა, რომ არცერთ დამნაშავეს არ ჰქონდა საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების საბუთები.

ისინი პატრას პროკურატურაში გადაიყვანეს და ქურდობისა და ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის მუხლით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ