fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პატრა: ორი მცირეწლოვანი ბავშვი ძაღლის თავდასხმის გამო საავადმყოფოში მოხვდა

პატრასში ორ მცირეწლოვან ბავშვს ძაღლი დაესხა თავს. ისინი დაუყოვნებლივ კარამანდანიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

ინციდენტი გუშინ მოხდა. დაპატიმრებულია ძაღლის 78 წლის პატრონი.
მამაკაცს ბრალად გაუფრთხილებლობის ფონზე სხვისი სიცოცხლე საფრთხეში ჩაგდება ედება. ბავშვები არიან 9 წლის ბიჭი და 7 წლის გოგონა. მათ სხეულზე სერიოზული დაზიანებები აქვთ მიღებული.

patrastimes.gr-ის ინფორმაციით, 78 წლის მამაკაცს სხეულის დაზიანების მუხლით გაასამართლებენ. მან უყურადღებოდ დატოვა აგრესიული ძაღლი, რომელსაც შეეძლო და მიაყენა კიდეც მძიმე დაზიანებები მცირეწლოვან ბავშვებს.

onalem

ტესტ