fbpx
კრიმინალი

პატრა: მძარცველებმა მოხუცი და მისი დამლაგებელი თოკით დააბეს და სახლი გაძარცვეს

პატრასის გარეუბანში, ხუთშაბათს, გვიან საღამოს, შენიღბული და დანებით შეიარაღებული 4 მძარცველი თავს დაესხა მოხუც ქალს და მის სახლში მომუშავე დამლაგებელს. ქურდებმა თოკით დააბეს ისინი, შემდეგ კი, სახლის ძარცვას შეუდგნენ.

როგორც ჩანს, მძარცველები მიიჩნევდნენ, რომ სახლის პატრონს დიდი რაოდენობით ფული ჰქონდა, რადგან მას საკმარისი თანხა ჰქონდა იმისთვის, რომ დამლაგებელი დაექირავებინა. ის მოხუც ქალთან ერთად ცხოვრობდა მის სახლში და უვლიდა კიდეც მას.

მძარცველების თავდასხმის დროს, ქალბატონებს ეძინათ, ისინი გააღვიძეს, დააბეს და ამის შემდეგ, ქურდებმა თავისუფლად დაიწყეს სახლის ჩხრეკა.

მძარცველებმა, სინამდვილეში, მხოლოდ 500 ევრო იპოვეს და სასწრაფოდ გაიქცნენ სახლიდან ნაქურდალთან ერთად. ქალები კი, დაბმული დატოვეს.

48 წლის დამლაგებელმა დიდი ხნის წვალების შემდეგ მოახერხა თოკებიდან თავის დახსნა და დაუყოვნებლივ, პოლიციაში დარეკა.

სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ მძარცველებს, თუმცა მათი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება.

onalem

ტესტ