fbpx
საზოგადოება

პატრა: ძაღლი, რომელიც პატრონის სიკვდილის შემდეგ დარდისგან გარდაიცვალა

დეიზი პატრაში ცნობილი ძაღლი იყო, რომელიც პოლონელ აკორდეონისტ, იაროსლავ მალინოვსკის ეკუთვნოდა. მამაკაცი ქუჩაში უკრავდა, მისი ოთხფეხა მეგობარი კი მახლობელ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს უყვარდა. მილანოვსკი გასულ ოქტომბერში გარდაიცვალა, მას შემდეგ კი ძაღლი მისმა მეგობრებმა წაიყვანეს.

ისინი ჰყვებიან, თუ როგორ შეიცვალა ის პატრონის სიკვდილის შემდეგ.

დეიზი მილანოვსკის ყოველდღე ელოდებოდა, არავის სიახლოვე და ზრუნვა არ სიამოვნებდა, მაშინ, როცა ადრე ყველაზე მოსიყვარულე ძაღლი იყო, ის მუდმივად ერთ მხარეს იყურებოდა.

რამდენიმე ხანში დეიზიმ სხვა ცხოველებთან კომუნიკაცია დაიწყო, თუმცა, სახლში მუდმივი მოწყენილობა ეტყობოდა.

ძაღლი ვეტერინარმაც გასინჯა, თუმცა, მიზეზი ვერ დაადგინა, რადგან ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.

სწორედ მაშინ, როცა ჩათვალეს, რომ მას არაფერი ემუქრებოდა, დეიზი გარდაიცვალა.

ცხოველი მიხვდა, რომ მისი პატრონი არასოდეს დაბრუნდებოდა და დარდისგან მოკვდა.

ვეტერინართა თქმით, ძაღლები ძალიან ხშირად კვდებიან გამოკვეთილი პრობლემის არარსებობის ფონზეც, მიზეზი კი დეპრესიაა, ის, რისი ატანაც მათთვის შეუძლებელია.

onalem

ტესტ