fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ბინაში ნაპოვნი გარდაცვლილი ცოლ-ქმრის სიკვდილის დეტალები

პოლიცია, გასულ ორშაბათს ბინაში ნაპოვნი მოხუცი წყვილის სიკვდილის შესახებ შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გახდა ცნობილი.

პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებიც ბინიდან გამოსულმა სპეციფიკურმა სუნმა შეაწუხა. სამართალდამცავების პირველადი შეფასების მიხედვით, ცოლ-ქმარი 10 დღის გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო.

თუმცა, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რეალობა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა. 93 წლის ქმარი 10 დღის წინ იყო გარდაცვლილი თავის ტრავმით, რომელიც მან, სავარაუდოდ, დაცემის შედეგად მიიღო. მისი 73 წლის ცოლი კი, 6 დღის განმავლობაში ურეცხავდა მას ტანსაცმელს, საჭმელს უკვეთავდა მისთვის და მის გვერდით იჯდა გამათბობელთან.

“გვაქვს ნიშნები, რომ 93 წლის მამაკაცი დაეცა და ამ გზით მიიღო თავის ტრამვა, თუმცა, სეფსისის გამო, რომელიც მას აღმოაჩნდა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის განსაზღვრა ვერ ხერხდება”, – განაცხადა ექსპერტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოლი დემენციით (თავის ტვინის ორგანული დაზიანებით) ან ალცჰაიმერის დაავადებით იყო დასნეულებული.  შედეგად, იგი ქმრის გარდაცვალებიდან 6 დღის შემდეგ, ინსულტით გარდაიცვალა აბაზანაში.

მოსახლეობამ პოლიციაში დარეკა, რადგან მათ დიდი ხანი არ დაუნახავთ მოხუცი ცოლ-ქმარი. მათი ბინა შიგნიდან იყო ჩაკეტილი და კარის გარედან გატეხვა გახდა საჭირო.

onalem

ტესტ