fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პატრა: ბავშვთა პროსტიტუციის სქემა – ორი არასრულწლოვანი გოგონა ფსიქიატრიულშია

საბერძნეთის პოლიციამ პატრასში ორი ადამიანი ბავშვთა პროსტიტუციის ბრალდებით დააკავა.

კერძოდ, პოლიციის ინფორმაციით, გუშინ საღამოს მათ 32 წლის პაკისტანის და 54 წლის საბერძნეთის მოქალაქე აიყვანეს, რომელთაც ბრალად ედებათ ბავშვთა გატაცება, მათთვის პორნოგრაფიული ფოტოების გადაღება და სხვადასხვა სახის სექსუალური შევიწროვება.

ასევე დაკავებულია 47 წლის რუმინელი ქალი, ორი გოგონას დედა, რომელსაც არასრულწლოვნის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის გაასამართლებენ.

32 წლის პაკისტანის და 54 წლის საბერძნეთის მოქალაქის მსხვერპლი 12 და 17 წლის გოგონები არიან. მათი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც 32 წლის მამაკაცს გოგონები ერთ-ერთ ბინაში მიჰყავდა, სადაც მისი 54 წლის თანამზრახველი და გოგონების დედა იმყოფებოდა.

სახლში აღმოაჩინეს 6 პორნოგრაფიული ფოტო, სადაც 32 წლის მამაკაცი და 12 წლის გოგონა ერთად არიან გამოსახული.

პოლიციის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნები თავდაპირველად ბავშვთა ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ 54 წლის მამაკაცს მრავალ სხვა კრიმინალურ დანაშაულშიც მიუძღვის ბრალი.

onalem

ტესტ