fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

პატრა: 35 წლის ქალს, საკუთარი შეცდომის გამო, შესაძლოა სამუდამოდ იარები დარჩეს

35 წლის ქალი პატრასში, დრეპანუს ტერიტორიაზე ცურავდა. სამწუხაროდ, ორი შვილის დედას თავს მედუზა დაესხა და საცეცებით სახეზე დასუსხა. dete.gr-ის ინფორმაციით ის პანიკაში ჩავარდა, ხმელეთზე ავიდა და საშინელი შეცდომა დაუშვა, სახე ცხელი წყლით დაიბანა.

ამ ყველაფერმა საშინელი ტკივილი გამოიწვია, სახიდან და მკერდის არიდან საცეცებიდან გამოყოფილი შხამის მოცილება შეუძლებელი გახდა. ამიტომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და შხამის მოსაშორებლად ოპერაცია ჩაუტარდა. მან საავადმყოფოში ორი დღე გაატარა.

35 წლის ქალი დროდადრო დამლაგებლად მუშაობს. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ მას სახესა და მკერდზე საშინელი იარები დარჩა. ფიზიოლოგების თქმით, ერთადერთი გამოსავალი პლასტიკური ოპერაციაა, რომელიც 3, 000 ევროზე მეტი ღირს. ქალს კი ამის საშუალება არ აქვს.

onalem

ტესტ