პასუხი ბატონ მინისტრს ქართველი ემიგრანტისგან

პასუხი ბატონ მინისტრს ( სახელი არ მინტრესებს) ნოდარ დუმბაძის ბიძაშვილს !!!( კიდევ კარგი მკვდარი რომ არის ბატონი ნოდარი თორე მართლა ხელახლა მოკვდებოდა ამას რომ უსმენდეს)
რას ვკადრულობთ?
და რისი მრცხვენია?!
აი ეს ფოტო ბატონო მინისტრო ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაა,გაოცდებით და არ მრცხვენია!
ვმუშაობ ოჯახში : ვალაგებ , ვრეცხავ, ვმზარეულობ,ვაუთოებ!
რისი მრცხვენია?!— მე ჩემი შვილის მრცხვენია 11 წლის რომ მივატოვე და უჩემოდ გაიზარდა უკვე 21 წლის ბიჭია!
მრცხვენია ხატიას ჯერ არ დაბადებული შვილის საშობლოში რომ არ დაიბადება და ბებიებმა ბაბუებმა სკაიპით უნდა ესიყვარულონ!
მრცხვენია თამარის გარდაცვლილი შვილისგან დაუტირებელი დედის ცრემლი რომ ვერ გააყოლა უკანასკნელ გზაზე!
მრცხვენია ქალბატონი ნანას სამი ბიჭი შვილის და შვილიშვილებს ჯერ ბებო საერთოდ რომ არ უნახავთ და სკაიპის ბებოს ეძახიან!
მრცხვენია ცისნამის პატარა შვილის დედა რომ ენატრება გამუდმებით.
მრცხვენია შალვას მშობლების სული კბილით რომ უჭირავთ შვილიშვილების ჩახუტებას რომ ოცნებობენ.
მრცხვენია!
მრცხვენია!
მრცხვენია!
არ მრცხვენია ჩემი შრომით რაღაც რომ შევიძინე და დღეს ჩემს შვილს ჭერი აქვს თავზე. არ მრცხვენია არც ფულს რომ არ ვაპროცენტებ და ვერავინ დამწყევლის!
არ მრხვენია მაგაზიებში არაფერს არ ვიპარავ და შესაბამისად ვერავინ დამიჭერს, ოჯახშიც არასოდეს არაფერი მომიპარავს და ჩემს შვილს ვერავინ ეტყვის დედაშენი ქურდიაო!!!
სამაგიეროთ თქვენ გრცხვენოდეთ სალაპარაკო ღრუდან უაზრო უსაბუთო აბსურდი მოტივებით ლაპარაკის.და ბოდიში მოიხადეთ ლამის ნახევარი საქართველოს ემიგრანტების წინაშე

emi