fbpx
საზოგადოება

პარასკევიდან საბერძნეთში ზამთარი დგება!

როგორც ჩანს, საბერძნეთმა შემოდგომა გამოტოვა და პირდაპირ ზამთრის სეზონზე გადადის. ცნობილი ბერძენი მეტეოროლოგის ინფორმაციით, პარასკევიდან ქვეყნის უმეტეს რეგიონებში ზამთარი თავის ბასრ კბილებს გამოაჩენს. მთიან რეგიონებში თოვლია ნავარაუდევი.

კერძოდ, პარასკევს იონიის კუნძულებზე, თესალიასა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოსალოდნელია პერიოდული წვიმები, ხოლო მთიან რეგიონებში თოვლი (ზღვის დონიდან 1000-1100 მეტრზე). ნალექის მოსვლა, თოვლის სახით, სათხილამურო კურორტებიდან დაიწყება.

ტემპერატურა საგრძნობლად შემცირდება ქვეყნის ორივე დიდ ქალაქში. იწვიმებს და იქროლებს ქარი, 7-8 ბალი სიძლიერის.

ასევე თოვლია მოსალოდნელი დასავლეთ მაკედონიაში, ზღვის დონიდან 750-800 მეტრზე.

ათენი

ხუთშაბათი – 18 გრადუსი

პარასკევი – 14-15 გრადუსი

შაბათი – 13-14 გრადუსი

კვირა – 13-14 გრადუსი.

თესალონიკი

ხუთშაბათი – 18 გრადუსი

პარასკევი – 14-15 გრადუსი

შაბათი – 12-13 გრადუსი

კვირა – 11-12 გრადუსი.

ორშაბათიდან მოსალოდნელია, რომ ამინდი გაუმჯობესდეს, თუმცა, ეს არ ეხება ტემპერატურის მომატებას, შემცირდება ხმოლოდ წვიმის ინტენსივობა.

onalem

ტესტ