fbpx
საბერძნეთი

პანიკა ხანიის აეროპორტში – წარწერა “ბომბი” თვითმფრინავის ტუალეტში

ხანიის აეროპორტში ამ წუთებში საგანგებო მდგომარეობაა. გავრცელდა ინფორმაცია თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ. ბოინგი 753 ეგვიპტიდან, კერძოდ, ჰურგადიდან, დიუსელდორფში მიფრინავდა.

თვითმფრინავი ხანიის აეროპორტში იზოლირებულ ადგილას დასვეს და მგზავრების სრული ევაკუაცია მოხდა. თითოეული მათგანი უვნებელია.

ამ წუთებში მიმდინარეობს დათვალიერება ექსპერტებისა და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების საშუალებით.

როგორც ცნობილია, განგაში მაშინ გაისმა, როდესაც თვითმფრინავის ტუალეტში ნახეს წარწერა “ბომბი”.

ბორტზე სულ 281 მგზავრი იყო, რომლებიც ბოინგიდან სრულად ჩამოსვეს.

თვითმფრინავი გაჩერებულია სუდას საჰაერო ბაზებთან ახლოს. ადგილზე გაძლიერებული ძალებით მუშაობს პოლიცია.

ხანიის აეროპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ აქვთ გეგმა თუ როგორ გაუმკლავდნენ მსგავს ინციდენტებს.

onalem

ტესტ