fbpx
საბერძნეთი

პანიკა OASA-ს ავტობუსში N608: მგზავრები მძღოლმა გადაარჩინა

გუშინ შუადღეს გალაცი-ზოგრაფუს ავტობუსში, ნომერი 608, უკიდურესად სერიოზული ინციდენტი მოხდა. როგორც OASA-ს გევრდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულ შემთხვევას მგზავრებისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეეძლო, რომ არა მძღოლის დროული და ეფექტური მოქმედება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 17:00 საათზე, მაშინ, როცა ავტობუსი ჩვეულებრივ რეჟიმში მოძრაობდა და მგზავრებით იყო სავსე, ძრავა აფეთქდა. შედეგად ყველა კარი ჩაიკეტა და ხალხი ავტობუსიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა.

ნომერი 608 გალაციდან ზოგრაფუსკენ მიემართებოდა, როცა კანიგოს სკვერს მიუახლოვდა, მძღოლმა ძრავიდან ხმაური გაიგონა.

ამის შემდეგ მან თავის თანამშრომლებთან დარეკა და უთხრა, რომ ხმა, რომელსაც ძრავა გამოსცემდა ძალიან ხშირი იყო და ამის გამო ძალიან წუხდა.

ზოგრაფუს სასაფლაოზე ასვლისას, მე-9 გაჩერებაზე ძრავა აფეთქდა და მგზავრები კვამლში გაეხვივნენ, ისინი ავტობუსიდან გამოსვლას ცდლობდნენ.

როგორც ჩანს, აფეთქების შედეგად ელექტროობა დაზიანდა და მძღოლმა მგზავრებისთვის კარის ავტომატურად გაღება ვერ მოახერხა, თუმცა ის ავტობუსიდან გადმოვიდა და თითოეული კარი ხელსაწყოს გამოყენებით გააღო.

შემდეგ კი, როცა დარწმუნდა, რომ დაშავებული არავინ იყო, კვლავ ოფისში დარეკა და ზარალის მოცულობის შეფასებას ცდილობდა.

რომ არა მისი სისწრაფე, მგზავრებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ.

მძღოლების განმარტებით, დაზიანებული ძრავის აღდგენა ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან ხარჯები ძალიან დიდია.

onalem

ტესტ