fbpx
საზოგადოება

პანიკა ირაკლიოში: თვითმფრინავი სახლების სახურავებიდან მხოლოდ 10 მეტრში

დღეს ირაკლიოს მაცხოვრებლებმა დიდი შიში განიცადეს, როცა თავიანთი სახლებიდან, მხოლოდ 10 მეტრის დაშორებით, თვითმფრინავი დაინახეს. სახლებს შორის მდებარეობს სკოლაც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავი Antonov 12 Cargo აფრენისას სახლებთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა.

როგორც ჩანს, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. თვითმფრინავი წარმატებით აფრინდა, თუმცა, დაბალ სიმაღლეზე ფრენას აგრძელებდა.

ზღვიდან ის მხოლოდ 200 მეტრით მაღლა იყო, რის შემდეგაც მიიღეს ბრძანება უფრო მაღლა აეწიათ.

ეკიპაჟმა მითითება შეასრულა და თვითმფრინავმა ნორმალურ ზღვარს მიაღწია.

 

onalem

ტესტ