fbpx
კრიმინალი

ათენის ცენტრში მომხდარი ძარცვის საქმე გახსნილია – ნადავლი 800, 000 ევროს აღემატება

5 ოქტომბერს, ათენის ცენტრში, პანეპისტიმიუს ქუჩაზე მომხდარი ძარცვა პოლიციამ მცირე ხანში გამოიძია.  აღმოჩნდა, რომ კრიმინალურ დაჯგუფებას სათავეში ალბანელი მამაკაცი ედგა, რომელიც ციხიდან გასულ ზაფხულს გაიქცა. მას თავისუფლების 71 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

ძარვაში მონაწილე პირები არიან სამი, ასევე ალბანელი მამაკაცი, ხოლო ორი ბოშა. ისინი ხუთ ოქტომბერს, ჯერ კიდევ სამუშაო საათებში დაესხნენ თავს საიუველირო მაღაზიას და გამყიდველს იარაღით ემუქრებოდნენ. მათ კარგად ჰქონდათ განსაზღვრული, თუ რომელი ნივთები იყო ყველაზე ძვირფასი და სწორედ ისინი აიღეს. ამასთანავე წაიღეს გაურკვეველი რაოდენობის თანხა.

ერთი კვირის შემდეგ იგივე დაჯგუფების მონაწილეობით ძარცვა მოხდა აგიუ ანარგირუზეც. ზოგადად კი, სამიზნე ტერიტორიები იყო ათენი, ხალკიდა და ტრიპოლი.

ცნობილია, რომ მათ ატიკის გზატკეცილზე ქალისგან გაიტაცეს მანქანა, რომლიდან გადასვლაც იარაღის მუქარით აიძულეს. ქალს უკანა სავარძელზე მცირეწლოვანი შვილი ეჯდა.

კრიმინალები ერთმანეთში კოდური სიტყვებით საუბრობდნენ. ამოღებულია თანხა, იარაღი, ძვირფასეულობა, მობილურები და საშინელი შესახედაობის სილიკონის ნიღბები, რომლებითაც დანაშაულს ჩადიოდნენ.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მათი ნადავლი 800, 000 ევროს აღემატება.

 

 

onalem

ტესტ