პადელიდისის მამის პირველი საჯარო განცხადება

“ჩვენ პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ იმ ღამეს მანქანას ჩვენი შვილი არ მართავდა.”

პადელიდისის გარდაცვალების შემდეგ მისი მამა, სტავროს პადელიდისი პირველად გამოვიდა ტელევიზია E-ში და საჯაროდ ისაუბრა:  “ის ისეთი ადამიანი იყო, რომ ჩვენ თავადაც არ ვიცოდით მისი ფასი. ამას მხოლოდ მაშინ მივხვდით, როდესაც ხალხთან ერთად ჩვენი გრძნობები დავაბალანსეთ. ადამიანებისგან, რომელთაც პადელიდი უყვარდა, ძალიან დიდ ძალას და ემოციურ მხარდაჭერას ვიღებთ.”

კითხვაზე, თუ ვინ იჯდა მანქანის საჭესთან, მან უპასუხა: “არ მინდა, რომ დღეს, ჩემი შვილის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ, ამაზე ვისაუბროთ. თუმცა პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ იმ ღამეს საჭესთან ის არ მჯდარა.”

ადამიანებსა და ცნობილ ხელოვანებზე, რომლებიც წლის თავზე მივიდნენ მან თქვა: “მოვიდნენ ისინი, ვისაც ჩემი შვილი უყვარდა ვინც ვერ მოვიდა, ვიცი მათი მადგომარეობა.ისინი ღამით მღერიან და დღისით სძინავთ. ლოგიკურია, რომ ვერ შეძლეს მოსვლა. თუმცა ისიც ვიცი, რომ მათ ძალიან უყვართ ჩემი შვილი. ის, რაც ძალას მაძლევს, ხალხი და ჩემი შვილისსიმღერებია, რომლებშიც პადელიდის აცოცხლებენ და ამით ტოვებენ ჩვენს მეხსიერებაში.”

წლის თავი ნეა იონიაში, აგიო სპირიდონას ეკლესიაში ჩატარდა. ბევრი ხალხი ესწრებოდა. ტრაგიკული ფიგურები მისი მშობლები და ძმები იყვნენ. მისი დედა ათინა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო და ეკლესიიდან დახმარებით გამოვიდა. ეკლესიაში პადელიდის სურათის გვერდით მისი გიტარა იდო.