fbpx
ემიგრაციული სიახლეები

პანაშვიდი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებლად

ა.წ. 6 აგვისტოს, კვირას, წმ. პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში ქართული წირვის დროს, ჩატარდება პანაშვიდი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებლად.

📌 18:00 საათზე კი – ათენის ცენტრალურ მოედანზე – „სინტაღმა“ გაიმართება საინფორმაციო ხასიათის აქცია: „გაიცანი მეგობარი ქვეყანა – საქართველო, ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე“.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ტრაგიკული ომისადმი მიძღვნილ ტრადიციულ აქციაში, რომელიც 2008 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ქართული დიასპორის უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ერთად, წელს უფრო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას სტუდენტი-ახალგაზრდობა, მეორე და მესამე თაობის ქართველი ემიგრანტები.

📌 „სინტაღმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ქართველ, ბერძენ და უცხოელ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ როგორც აგვისტოს ომის ტრაგიკული შედეგებისა და ოკუპირებული ტერიტორიების ამსახველ ფოტო და ვიოდეო-მასალას, ასევე დაურიგდებათ მათ საინფორმაციო-სარეკლამო ფლაერები საქართველოს კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაობების შესახებ.

 ინფორმაცია: 210.7211226 / 6945.381250 / 6994.933876 / 6992.355777 / 6998.392228

onalem

ტესტ