პალეო ფალირო: ძვირფასეულობის მაღაზიის ძარცვის ამსახველი ვიდეო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ორი ძარცვა, იგივე პირების მონაწილეობით, ამჯერად პალეო ფალიროში მოხდა. მათ დააყაჩაღეს ძვირფასეულობის მაღაზია და მის გვერდით მდებარე მინი-მარკეტი.

პოლიციის ინფორმაციით, დაახლოებით 4:30 საათზე 7-8 ადამიანისგან შემდგარი დაჯგუფება ზისიმოპულოს ქუჩაზე მდებარე საიუველირო მაღაზიასთან მივიდა, მანქანით დაეჯახა და ფასადი ჩამოანგრია.

როგორც ტელეკომპანია Ant1-ის მიერ გავრცელებული ვიდეოთიც ჩანს, მათ დაარღვიეს ფასადი, ჩაამსხვრიეს მინა, კარები და სწრაფად შეაგროვეს სამკაულები.

ოდნავ მოგვიანებით კი ისინი უკვე დაყაჩაღებული მაღაზიის გვერდით მდებარე მინი-მარკეტში შევიდნენ და დანის მუქარით გამყიდველს თანხა წაართვეს, შემდეგ კი, ცხადია, გაიქცნენ.

იქვე მცხოვრებმა პირებმა ხმაურის გაგებისთანავე პოლიციას შეატყობინეს, თუმცა, ოფიცრების ადგილზე მისვლისას დაჯგუფება უგზო-უკვლოდ იყო გამქრალი.

იხილეთ ვიდეო:

 

melano

ტესტ