fbpx
კრიმინალი

პალეო ფალირო: მძარცველებმა მაღაზიაში მეპატრონეს ცეცხლი გაუხსნეს

პალეო ფალიროში მომხდარი შეიარაღებული ძარცვის ამსახველი ვიდეო ბერძნულმა მედიამ გაავრცელა. დამნაშავეები მაღაზიში არა მხოლოდ საქურდლად შევიდნენ, არამედ მეპატრონეებს ცეცხლი გაუხსნეს და ერთ-ერთი მათგანი დაჭრეს.

ინციდენტი დაახლოებით 12:30 საათზე მოხდა. აგია ვარვარას ქუჩაზე მდებარე მაღაზიასთან სამი პირი მოტოციკლით მივიდა. მათგან ორი შიგნით შევიდა, ხოლო მესამე გარეთ იცდიდა. სწორედ ამ დროს მეპატრონეებიც იქ იმყოფებოდნენ. ისინი ძმები არიან.

როგორც ვიდეოში ჩანს, მძარცველები თავდაპირველად ყვითელმაისურიან მამაკაცს ესხმიან თავს, ხოლო შემდეგ მის საშველად მოსულ ძმას უსწორდებიან. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს.

დაშავებული 65 წლის მამაკაცია, რომელიც ნიკეას საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

პოლიცია თითის ანაბეჭდებისა და კამერების ჩანაწერების საფუძველზე ცდილობს დამნაშავეთა ვინაობის და ადგილსამყოფელის დადგენას.

იხილეთ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა:

 

onalem

ტესტ